მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი გარეთ ბეილი გუნდს დაახლოებით ერთი თვე გამოაკლდა. ამის შესახებ გამოცემა Marca იუწყება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის “რეალმა” სახლში დონეცკის “შახტარი” 4:0 დაამარცხა, ხოლო უელსელი 32-ე წუთზე შეცვალეს. მან წვივის კუნთი დაიზიანა.
მიმდინარე სეზონში ბეილმა “რეალის” რიგებში 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.