“ბარსელონას” ბრაზილიელ ნახევარმცველ რაფინიას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა.
“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი 6-დან 8 თვემდე ვერ ითამაშებს.
რაფინიამ ტრავმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “რომასთან” ჩატარებული მატჩის (1:1) 65-ე წუთზე მიიღო, როდესაც მასპინძელთა ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი ეუხეშა. ბრაზილიელი მოდანზე 3 წუთის შესული იყო.