სხვა

15:00 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს გამარჯვება, ტოჩინოშინის მარცხი

სექტემბრის სუპერტურნირის მე-5 დღეს ქართველ სუმოისტთაგან წარმატებას მხოლოდ გაგამარუმ მიაღწია და დადებით ბალანსზე (კაჩი-კოში) გავიდა, ტოჩინოშინის კი უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) აქვს.

აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე თეიმურაზ ჯუღელმა მე-5 ტურში მე-3 გამარჯვება დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ამურუსთან იზეიმა. ქართველმა სუმოისტმა რუსს კიმეტაოშით სძლია. გაგამარუს შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ამინიშიკი იქნება, რომელთანაც თანაბარი ბალანსი (3-3) აქვს.

2 მოგების წილ 3 მარცხი აქვს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს. აღმოსავლეთის კომუსუბის წოდების მქონე ქართველმა რიკიშიმ აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ოსუნარააშისთან (ეგვიპტე) იორიტაოშით წააგო.

მე-6 დღეს ტოჩინოშინის იოკოძუნა ტერუნოფუჯის სახით ძლიერი მოწინააღმდეგე ელის. ქართველს მასთან წამივე გასული ორთაბრძოლა წაგებული აქვს. ტერუნოფუჯის 5 მოგება აქვს და სეკივაკე ტოჩიოძანთან ერთად ლიდერობს, რომელმაც ოძეკი კისენოსატოს პირველი მარცხი აგემა.

სექტემბრის ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 3:59-დან, ტოჩინოშინის - 7:23-დან

0.114855