ფეხბურთი

12:41 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერიძემ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა

გიორგი ბერიძემ ბელგიის “გენტის” შემადგენლობაში უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა.

ჯგუფური ეტაპის სადებიუტო შეხვედრაში “გენტმა” სახლში საფრანგეთის “ლიონთან” 0:3 წააგო. 18 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

“გენტში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ამპლუით მცველი ჯიმი ტაბიძე ირიცხება, რომელიც ტრავმის გამო 18-კაციან განაცხადში არ იყო.

0.115097