ფეხბურთი

11:56 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფინიამ მუხლი სერიოზულად დაიზიანა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა რაფინიამ სერიოზული ტრავმა მიიღო. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, “რომა” – “ბარსელონას” შეხევდრის დროს, შეცვლაზე შესულ რაფინიას მასპინძელთა ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი ფეხებში უხეშად ჩაუვარდა და ბრაზილიელმა მუხლი დაიზიანა. ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

მისი ტრავმის სიმძიმე საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმების მერე დადგინდება.

თეგებირაფინია
0.121193