იტალიის “რომას” მეკარეს ვოიცეხ შჩესნის თითი ამოუვარდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასთან” პირველ მატჩში ამიტომ შეცვალეს.
პოლონელმა გოლკიპერმა “არათითი” სტუმართა ურუგვაელ ფორვარდ ლუის სუარესთან შეჯახების შემდეგ დაიზიანა და 50-ე წუთზე, მისი ადგილი მორგან დე სანქტისმა დაიკავა.
უახლოეს დღეებში შჩესნის რომაული კლუბის ექიმები დააკვირდებიან და ამის მერე, პოლონელის მოედანზე დაბრუნების თარიღს გამოაცხადებენ.