“ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ რომის “სტადიო ოლიმპიკოზე” ჩემპიონთა ლიგის მეასე მატჩი ჩაატარა. საიუბილეო შეხვედრა მესისთვის იღბლიანი ნაკლებად აღმოჩნდა – ლეომ “რომას” კარში გოლი ვერ გაიტანა, “ბარსელონამ” კი “მგლების” დამარცხება ვერ მოახერხა (1:1).
“ძალიან გახარებული ვარ, ჩემპიონთა ლიგის მატჩებში 100 შეხვედრიან ზღვარს რომ ვუწიე. წინა მატჩებიდან ბევრი ცხოვრების ბოლომდე სასიამოვნო მოგონებად დამრჩება, თუმცა, ვიმედოვნებ, წინ კიდევ ძალიან დიდი რაოდენობის ჯადოსნური საჩემპიონთალიგო ასპარეზობა მელის”, - დაწერა მესიმ საკუთარი FACEBOOK-ის გვერდზე.