რაგბი

1:04 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძველი ბურთების ხანიდან ელიტურ რაგბში

საქართველოსთვის პირველი 2003 წლის მსოფლიო თასიდან დღემდე, გიორგი ჩხაიძემ და მერაბ კვირიკაშვილმა ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ყველა მომდევნო მსოფლიო თასზე ითამაშეს. მათი განცხადებით, პირველი მსოფლიოს შემდეგ რაგბი მნიშვნელოვანად განვითარდა საქართველოში.

„იმ დროს სტადიონი და წესიერი სავარჯიშო მოედანიც კი არ გვქონდა. სამი თუ ოთხი ბურთი გვქონდა სავარჯიშოდ და ისიც ძველი" განაცხადა გიორგი ჩხაიძემ. „მას შემდეგ საქართველოში აშენდა სარაგბო ბაზები, სავარჯიშო მოედნები და განვითარდა ინფრასტრუქტურა.“

ჩხაიძემ მსოფლიო თასებზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა საქართველოს 12-ვე შეხვედრაში ითამაშა.

კვირიკაშვილმა, რომელიც სანაკრებო კეპების ოდენობით ნაკრების ყოფილ კაპიტან, ირაკლი აბუსერიძეს გაუტოლდა, განაცხადა, რომ საქართველოში სულ მეტი და მეტი ახალგაზრდა ინტერესდება რაგბით.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მივაღწიეთ, კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, რადგან რაგბი მხოლოდ საქართველოში კი არა, არამედ მთელს მსოფლიოში ვითარდება. სულ უფრო მეტი კარგი მოთამაშე იზრდება და საინტერესო ტურნირები ტარდება. ამიტომ ამას ფეხი უნდა ავუბათ და ვუზრუნველყოთ, რომ ეს პროგრესი საქართველოში გაგრძელდეს.”

31 წლის უკანა ხაზელი არ აპირებს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას და სურს იაპონიის მსოფლიო თასზეც მიიღოს მონაწილეობა.

„ოთხი წელი საკმაოდ დიდი დროა და მე ასე შორს მომავალში არასდროს ვიხედები, მაგრამ რა თქმა უნდა, მსურს, რომ 2019-შიც ვითამაშო. ვნახოთ რამდენად მოვახერხებ ამას."

მეორეს მხრივ 34 წლის ჩხაიძეს მიაჩნია, რომ ეს მისთვის ბოლო მსოფლიო თასი იქნება მოთამაშის რანგში, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ რაგბიდან წასვლას არ აპირებს.

„მინდა შეძლებისდაგვარად დიდხანს დავრჩე რაგბში. მწვრთნელის რანგში ან სრულად განსხვავებულ ამპლუაში, მაგრამ ყოველთვის რაგბში ვიქნები. საფრანგეთში სპეციალურ სასწვლებელში ვსწავლობ რათა ფიზ-მომზადების მწვრთნელი გავხდე.“

ორივე მოთამაშემ 10 წლის განმავლობაში საფრანგეთის სამივე ტოპ დივიზიონის უამრავ კლუბში ითამაშა, სადაც ქართველთა მსოფლიო თასის რაზმის უმეტესობა თამაშობს. კვირიკაშვილის აზრით ეს გარემოება ქმნის იმ რეალობას, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპულ რაგბში ლიდერია.

წყარო >>> ავტორი ენდრიუ ჰენდრი

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11138