კალათბურთი

12:51 | 16.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი ფრანგებთან რევანშის აღებას ეცდება

ევრობასკეტ-2015-ზე პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა, ესპანეთი მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში ესპანელებმა ბერძნები მძიმე ბრძოლაში 73:71 დაამარცხეს, ხოლო საფრანგეთმა ლატვიას 84:70 სძლია.

წოლო წლებია საფრანგეთი გადამწყვეტ მომენტში ესპანეთს ამარცხებს. 2013 წლის ევრობასკეტის ნახევარფინალი საფრანგეთი – ესპანეთი 75:72. 2014 წელის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ესპანეთში ჩატარდა, მასინძელები მეოთხედფინალში ტონ პარკერის გარეშე მოასპარეზე საფრანგეთთან სენსაციურად 52:65 დამარცხდნენ.

მიმდინარე ევრობასკეტზე მასპინძლებმა შვიდივე შეხვედრა მოიგეს, ესპანეთმა ორი შეხვედრა დათმო (სერბეთი, იტალია) და 5 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. პირენელები საშუალოდ ერთ შეხვედრაში 85.9 ქულას აგდებენ და 78.3 ქულას უშვებენ, ფრანგები მეტოქეს 81 ქულას უგდებენ და ყველაზე ცოტა 65.4 ქულას იღებენ საკუთარ კალათში.

საფრანგეთი – ესპანეთის ნახევარფინალური შეხვედრა 17 სექტემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.128744