ტურინის “იუვენტუსთან” მარცხის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ჩილელი სპეციალისტმა აღნიშნა, რომ იტალიური გუნდი გამარჯვებას ჯანლუიჯი ბუფონს უნდა უმადლოდეს.
“ვინსენ კომპანის გოლი მსაჯს არ უნდა ჩაეთვალა, თუმცა დღეს საღამოს ჩვენ არ გაგვიმართლა, რადგან ბუფონმა შესანიშნავად ითამაშა.
ჩვენ ბურთსაც უფრო დიდ ხანს ვფლობდით და სახიფათო მომენტებიც მრავალად შევქმენით. წინ კიდევ 5 შეხვედრა გვაქვს და სიტუაციას გამოვასწორებთ. პირველი მატჩი შარშანაც წავაგეთ, მაგრამ ჯგუფიდან მაინც გავედით”, - თქვა პელეგრინიმ.
“სიტიმ” “იუვენტუსთან” დაწინაურება მეტად საეჭვო გოლით მოახერხა, თუმცა იტალიელებმა შემდეგ ორჯერ გაიტანეს და თამაშიც მოიგეს.