უეფა თავის რიგებში კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის მიღების შესახებ 17 სექტემბერს აღმასკომის სხდომაზე იმსჯელებს, რომელიც მალტაზე გაიმართება. ამის თაობაზე უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა.
“კოსოვოს განაცხადი უეფას წევრობის შესახებ დღის წესრიგშია შეტანილი” – იუწყება ინფანტინოს სიტყვებს AssociatedPress-ი.
კოსოვოს მოთხოვნას თუ დააკმაყოფილებენ, მაშინ მას შეუძლია უეფას წევრი 2016 წელს ბუდაპეშტში გასამართ უეფას ყოველწლიურ კონგრესზე გახდეს.