კალათბურთი

20:09 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ გამარჯვება, თვენთან ვართ!

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისში, მსოფლიოს თასზე სათამაშოდ წასულ საქართველოს რაგბის ნაკრებს თანადგომა გამოუცხადა.

საფრანგეთის ქალაქ ლილში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ, კალათბურთელთა ნაკრების წევრებმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დროშას ხელი მოაწერეს, მხარდასაჭერი ლოზუნგი – “მხოლოდ გამარჯვება, თქვენთან ვართ!” დააწერეს და მორაგბეებს ინგლისში გაუგზავნეს.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ტურნირის მოქმედ ვერცხლის პრიზიორ ლიტვასთან დაძაბულ ბრძოლაში – 81:85 დამარცხდა. საქართველოს რაგბის ნაკრები კი მსოფლიო თასზე ასპარეზობას რამდენიმე დღეში დაიწყებს. ქართველების პირველი მეტოქე 19 სექტემბერს ტონგას ნაკრები იქნება.

www.gbf.ge

0.144559