“პაფოსის” მცველის გია გრიგალავას მიერ კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში აპოელ-ის კარში გატანილი გოლი, გულშემატკივრებმა საუკეთესოდ აღიარეს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი shootandgoal.com –ი იუწყება.
“პაფოსი” თავის მოედანზე აპოელ-თან 2:6 დამარცხდა და მატჩის სრულად ჩამტარებელმა გრიგალავამ მეტოქის კარი 88-ე წუთზე აიღო.
გამოკითხვაში გრიგალავას მხარი 304 გულშემატკივარმა დაუჭირა.