ფეხბურთი

18:42 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი “ბაიერნში” გადასვლაზე ფიქრობდა

ლეგენადრულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა გაიხსენა, რომ თავის დროზე მიუნხენის “ბაიერნი” ეპატიჟებოდა და “ალიანს არენაზე” გადაბარგებაზე თავადაც ფიქრობდა.

“2008 წელს, ნაკრებთან ერთად ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მაღალ დონეზე ჩავატარე. ჩემით “ბაიერნი” იყო დაინტერესებული და მოლაპარაკებებს ჩემს აგენტთან აწარმოებდა. მე კი კარლ ჰაინც რუმენიგემ მითხრა, რომ მიუნხენში ჩემი ხილვა უნდოდა.

იმავე ზაფხულს “ბარსელონაში” პეპ გვარდიოლა მოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ არსად გამიშვებდა, რადგან ჩემს გარეშე “ბარსა” ვერ წარმოედგინა. სწორედ პეპთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე კლუბში დარჩენა - განაცხადა ჩავიმ.

ჩავი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია, სადაც 1991 წლიდან მოყოლებული ირიცხებოდა და სხვა გუნდში აქამდე ნათამაშები არ ჰქონდა, ზაფხულში კი მან ყატარულ “ალ სადს” მიაშურა.

0.119182