საბერძნეთის სუპერლიგაში მოასპარეზე “ვერიას” შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი იანვარში გუნდს დატოვებს.
ამის შესახებ sport24.gr-ი მას მერე იუწყება, რაც საბერძნეთის ჩემპიონატის განვლილ ტურში, პაოკ-თან 0:3 წაგებულ მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი “ვერიას” 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.
sport24.gr-ის ინფორმაციით, “ვერიადან” მერებაშვილის წასვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქართველის სათამაშო სტილი გუნდის მთავარი მწვრთნელის გეორგიოს გეორგადისის სათამაშო ფილოსოფიას არ შეესაბამება.
სხვათა შორის, “ვერიაში” გადასვლამდე მერებაშვილს კარიერის თურქულ კლუბში გაგრძელების შანსი ჰქონდა.