ფეხბურთი

9:11 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი ფრთხილობს

ერთწლიანი განშორების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” ევროპის ყველაზე პრეტიჟულ საკლუბო ტურნირს, უეფას ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება, ოლდ ტრაფორდელთა ჰოლანდიელი დამრიგებელი ლუის ვან გაალი კი ტურნირის სტარტის წინ მაინცა და მაინც ოპტიმისტურად განწყობილი არაა.

“ჩვენი ერთგული გულშემატკივარი ბრძოლისუნარიან “იუნაიტედს” იხილავს. ჩვენ ყველა ბურთისთვის ნებისმიერ სამატჩო ეპიზოდში ვიბრძოლებთ და უნდა დავამტკიცოთ, რომ ნებისმიერ მაღალ დონეზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში მეოთხე ადგილი დავიკავეთ, ჩემპიონთა ლიგის საგზური დავისაკუთრეთ, რაც ჩვენი უპირველესი ამოცანა გახლდათ. ახლა კი იმის დამტკიცება მოგვიწევს, ამ ტურნირში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ტოლსწორად თამაშის უნარი და ძალა რომ შეგვწევს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული შეჯიბრებაა და არ ვარ დარწმუნებული, ჯერჯერობით ევროპის უპირველეს საკლუბო შეჯიბრებაში უმაღლესი მიზნის გადასაჭრელად ბოლომდე მზად რომ ვართ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს”, - გამოცდილი სპეციალისტის ლუის ვან გაალის ეს სიტყვები The Telegraph-ს მოჰყავს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში სასტარტო მატჩს დღეს ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენში, იქაური პსვ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.118268