ინგლისის ჩემპიონატის მეხუთე ტურის დასკვნითი მატჩი “ბოლეინ გრაუნდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ვესტ ჰემმა” “ნიუკასლი” მიიღო და დიმიტრი პაიეს დუბლით დაამარცხა.
შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა გოლების გატანა მხოლოდ მასპინძლებმა მოახერხეს და სამი ქულაც მათ დარჩათ.
ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა, მე-9 წუთზე ნობლიმ საჯარიმოს მისადგომებთან დაუგორა პაიეს ბურთი, რომელმაც შორეულ მაღალ კუთხეში ჩინებული გოლი გაუტანა ტიმ კრულს. პირველ ნახევარში შედეგი არ შეცვლილა.
მეორე ტაიმი “ჩაქუჩებისთვის” იდეალურად დაიწყო, 48-ე წუთზე მათ უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელეს, ვიქტორ მოზესის დარტყმული ხარიხამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე პაიე გაჩნდა, დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა – 2:0.
“ვესტ ჰემმა” 9 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა, ხოლო “ნიუკასლი” ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება და სატურნირო ცხრილის უკანასკნელ საფეხურზე იმყოფება.
ვესტ ჰემი – ნიუკასლი 2:0 (1:0)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი, ოგბონა (ჯენკინსონი 42), რიდი, ტომკინსი, კრესველი, ნობლი, კუაიტე, ლანცინი (ობიანგი 59), მოზესი (კეროლი 88), პაიე, სახო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, მბემბა, ჯანმაატი, ჰაიდარა, ანიტა (სიმ დე იონგი 60), კოლბეკი, ტაუვინი (ა.პერესი 60), ვეინალდუმი (აარსონსი 79), სისოკო, სისე.
მწვრთნელი: სტინ მაკკლარენი
გოლები: პაიე 9;48.
გაფრთხილებები: კოლბეკი, ჯანმაატი
მსაჯი: ენტონი ტეილორი