ფეხბურთი

19:31 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კომპანის “იუვეს” ძლევის ეიმედება

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა ვინსენ კომპანიმ ტურინის “იუვენტუსთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ბელგიელი მცველის თქმით, “სიტი” მეტოქის დასამარცხებლად მზადაა.

“ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. ჩემპიონთა ლიგაზე ცუდად ვთამაშობდით და ეს უნდა გამოვასწოროთ. სეზონი კი ძალიან კარგად დავიწყეთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ. “იუვენტუსი” შესანიშნავი კლუბია, თუმცა მისი დამარცხება შეგვიძლია”, - ამბობს კომპანი.

“სიტი” “იუვენტუსს” 15 სექტემბერს საკუთარ მოედანზე დაუხვდება.

0.116124