კატალონიის “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის საწყის მატჩში იტალიური “რომას” წინააღმდეგ მცველები დანი ალვეში და ტომას ვერმაელენი დააკლდება. ორივე ზემოხსენებული ფეხბურთელი კატალონილთა სამატჩო განაცხადს მიღმა დარჩა.
ლუის ენრიკეს რომში შემდგომ ფეხბურთელებზე შეეძლება დაყრდნობა:
ტერ შტეგენი, პიკე, რაკიტიჩი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, ჟორდი ალბა, სანდრო, სერხი რობერტო, ადრიანო, მატიე, მასიპი, გუმბაუ და ხოსე სუარესი.
“ბარსას” ტრავმის გამო ვერც ჩილელი მეკარე კლაუდიო ბრავო დაეხმარება.
“რომასა” და “ბარსელონას” მატჩი 16 სექტემბერს გაიმართება.