ფეხბურთი

18:55 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

აღმასკომმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები დაამტკიცა

აღმასკომმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები დაამტკიცა. მომავალ არჩევნებზე კენჭს იყრიან ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია.

3 ოქტომბრერს გასამართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ახალ პრეზიდენტს 35 დელეგატი აირჩევს. ეს, 14 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დაადგინა. ყრილობის დელეგატების ვინაობა ცნობილია და აღმასკომმა ისინიც დაამტკიცა. გარდა ამისა, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ოცდამეოთხე საარჩევნო ყრილობის რეგლამენტიც დამტკიცდა. 3 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა ფარული კენჭისყრით ჩატარდება.

აღმასკომს 12 წევრი ესწრებოდა - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტები არ იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე აღმასკომის წევრების რაოდენობა 18 იყო. თუმცა მას მერე რაც აღმასკომი გრიგოლ ცაავამ, სულხან გოგიბერიძემ და ლაშა მინდელმა დატოვეს, ასევე ფედერაციის პრეზიდენტობიდან დომენტი სიჭინავა გადადგა, აღმასკომში 14 წევრი დარჩა. აღმასკომის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მთავარია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ამან ხელი ფეხბურთის განვითარებას შეუწყოს.

0.107574