ევრობასკეტ 2015-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა მე-8 სათამაშო დღის სიმბოლური გუნდი დაასახელა. საქართველოს ნაკრების კარგი თამაშის მიუხედავად, მასში ზაზა ფაჩულია ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, საუკეთესო ხუთეულში ვხედავთ ლიტვის ნაკრების წევრ იონას მაჩიულისს, რომელმაც ქართველთა წინააღმდეგ 34 ქულა, 6 მოხსნა და 4 ჩაჭრა გაახერხა.
მის გარდა, სიმბოლურ ნაკრებში იტალიელი ალესანდრო ჯენტილე (27 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი), სერბი მიროსლავ რადულიცა (27 ქულა), ჩეხი იან ვესელი (20 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი) და ფინელი სასუ სალინი (26 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი) მოხვდნენ.