ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელები და მომსახურე პერსონალი გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან. როგორც გამოცემა “დეილი მეილი” წერს, “არისტოკრატთა” რიგებში დაძაბულობას იწვევს ის ფაქტი, რომ მოურინიომ გუნდის ექიმი ევა კანეირო საქმიანობას ჩამოაშორა.
ალბიონელი ჟურნალისტების ნარკვევით, კარნეიროს მხარს უჭერენ როგორც ფეხბურთელები და გუნდის პერსონალი, ასევე “ჩელსის” მეპატრონის რომან აბრამოვიჩის მეუღლე დარია ჟუკოვაც.
შეგახსენებთ, “განსაკუთრებულმა” ქალბატონი ევა მას შემდეგ აითვალწუნა, რაც პრემიერლიგის პირველ ტურში “სუონსისთან” (2:2) მატჩის მიწურულს, როცა ლონდონელთა მეკარე ტიბო კურტუა გაძევებული იყო, ედენ აზარი დაშავდა, გუნდის ექიმები ევა კანეირო და ჯონ ფერნი კი მოედანზე დახმარების აღმოსაჩენად შევიდნენ. მოურინიოს განცხადებით, ექიმებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილებით გუნდი ბოლო წუთებზე 9 კაცით დატოვეს.
“ჩელსი” მიმდინარე სეზონში საკუთარ თავს არ გავს – მოურინიოს გუნდს ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე იმყოფება.