ინგლისური “მანჩესტერ სიტის” არგენტინელ ფორვარდ სერხიო აგუეროს შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გაუცდეს.
სამხრეთამერიკელი შემტევი პრემიერლიგის ბოლო ტურში “კრისტალ პალასთან” შეხვედრაში დაშავდა და 24-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა.
“არ ვიცით, ითამაშებს თუ არა აგუერო. არ გვინდა, რომ გავრისკოთ”, - თქვა “ქალაქელთა” თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ.
“სიტისა” და “იუვენტუსის” მატჩი 15 სექტემბერს, 22:45 საათზე დაიწყება.