ფეხბურთი

2:37 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დეზების” პირველი გამარჯვება და შესანიშნავი მატჩი “კინგ პაუერ სთედიუმზე”

ინგლისის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან შესანიშნავი სანახავი გამოდგა “კინგ პაუერ სთედიუმზე” გამართული მატჩი, რომელშიც ადგილობრივმა “ლესტერმა” ბირმინგემის “ასტონ ვილა” მიიღო და დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

პირველი ტაიმი სტუმართა მცირე უპირატესობით წარიმართა, რაც ბოლოსკენ ანგარიშზეც აისახა. 39-ე წუთზე ჯეკ გრელიშმა კასპერ შმეიხელს შორეულ კუთხეში ჩინებულად ჩაუხვია და ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარი სტუმართათვის იდეალურად დაიწყო და 63-ე წუთზე კარლეს ხილის მშვენიერი გოლით ბირმინგემელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ამის შემდეგ, ტიმ შერვუდმა მეტოქეს ტერიტორიული უპირატესობა გადაულოცა და უკან დაიხია, რაც საბოლოოდ ძვირად დაუჯდა. 72-ე წუთზე რიჩ დე ლაეტის დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, რაც “ქორის თვალმა” ზუსტად დააფიქსირა და მსაჯს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. დიდი შანსია, რომ იგივე ეპიზოდი სხვა ჩემპიონატში შეცდომით განესაჯათ, რადგან კარის ხაზზე დაყენებულ ტექნოლოგიას მხოლოდ პრემიერლიგაში იყენებენ. 82-ე წუთზე აწ უკვე ინგლისის ნაკრების წევრმა ჯეიმი ვარდიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 89-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ნათან დაიერმა “ლესტერში” დებიუტი გოლით აღნიშნა და თავის გუნდს საოცარი გამარჯვება გაუფორმა – 3:2. “მელიები” 11 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო “ასტონ ვილა” 4 ქულით მე-15 საფეხურზეა.

დღის მეორე მატჩში “ტოტენჰემი” გასვლაზე “სანდერლენდს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა გამარჯვება. ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე რაიან მეისონმა გაიტანა. სამი ქულის მომტანი გოლი 24 წლის ფეხბურთელს ტრავმად დაუჯდა და შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო. “დეზებმა” კი, პირველი გამარჯვება მოიპოვეს და 6 ქულით მე-12 პოზიციაზეა არიან. რაც შეეხება “სანდერლენდს”, დიკ ადვოკაატის გუნდი 2 ქულით ბოლო ადგილზეა.

სანდერლენდი – ტოტენჰემი 0:1 (0:0)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-2-3-1): პანტელიმონი, ქაბული, ოში, ვან აანჰოლტი, ჯონსი, ხ.გომესი (კატერმოლი 74), მ’ვილა, ტოივონენი (როდუელი 81), ბორინი (უოტმორი 74), ლენსი, დეფო.
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ.დევისი, უოლკერი, მეისონი (კეროლი 85), ე.დაიერი, ალი (ლამელა 67), სონი (თაუნსენდი 62), ჩადლი, კეინი.
მწვრთნელი: მაურინიო პოჩეტინო

გოლი: მეისონი 82.
გაფრთხილებები: ჯონსი, ბორინი – ვერტონგენი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

ლესტერი – ასტონ ვილა 3:2 (0:1)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, შლუპი, დე ლაეტი, ინლერი (კანტე 64), ოლბრაიტონი (ულოა 64), დრინკვოთერ, მაჰრეზი, ოკაზაკი (ნ.დაიერი 46), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი, რიჩარდსი, ლესკოტი, ამავი, ბაკუნა (ჰატონი 86), სანჩესი, ვესტვუდი, ხილი (ჯ.აიუ 66), გრელიში, სინკლერი, აგბონლაჰორი (ჟესტედი 75).
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 0:1 გრელიში (39), 0:2 ხილი (63), 1:2 დე ლაეტი (72), 2:2 ვარდი (82), 3:2 დაიერი (89).
გაფრთხილებები: ოლბრაიტონი, დაიერი – ამავი
მსაჯი: მაიკლ დინი

0.155241