ევრობასკეტ-2015-ის მერვედფინალში საქართველო ლიტვასთან 81:85 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. საქართველო თითქმის მთელი შეხვედრის განამვალობაში ლიდერობდა, ბოლო პერიოდის გარდა. მატჩის დასრულებმადე 12 წამით ადრე ქართველი კალათბურთელები 79:80 აგებდნენ, რა დროსაც იოანის მაჩიულისმა 3-ქულიანი ჩააგდო. რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ლიტველთა შორის საუკეთესო იყო 30 წლის იოანის მაჩიულისი იყო, რომელმაც გუნდს 34 ქულა, 6 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 პასი და 2 ბლოკშოტი შესძინა. ქართველი კალათბურთელების რამდენიმე უხეშმა შეცდომამ და მაჩულისის საოცარმა თამამშა საქართველოს წაგება განაპირობა.
კარგი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ლიტველთა ლიდერი იოანის ვალანჩუნასი გაანეიტრალა. ზაზამ გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი შესძინა.
საქართველო – ლიტვა 81:85 (20:17, 20:22, 22:22, 19:24)
საქართველო: ფაჩულია (23 ქ. 7 მ. 3 პ.), სანიკიძე (14 ქ. 7 მ.), პულენი (12 ქ.), შენგელია (10 ქ.), ცინცაძე (10 ქ.), სანაძე (6 ქ.), მარკოიშვილი (6 ქ.)
ლიტვა: მაჩიულისი (34 ქ.), იანკუნასი (17 ქ.), კალნიეტისი (11 ქ.), სეიბუტისი (7 ქ.), მილანკნისი (6 ქ.), ვალანჩუნასი (5 ქ.), კუზმინსკასი (3 ქ.), იავტოკასი (2 ქ.)