საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ-2015-ის პლეი-ოფში გავიდა და ყურადღების ნაკლებობას არ უჩივის. ფიბას ოფიციალურმა ვებგვერდმა საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა ჩვენს ნაკრებს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერ თორნიკე შენგელიას.
“როდესაც პირველად ლილის “პიერ მაროს” დარბაზში შევედი, ვთქვი: აქ უნდა დავრჩეთ, აქ დარჩენა შეგვიძლია”, - ციტირებს თორნიკეს სიტყვებს eurobasket2015.org-ი.
“მომწონს დიდ დარბაზში თამაში, ეს დიდებული არენაა, განსაკუთრებით შესანიშნავი განათება ბრუკლინის დარბაზს მაგონებს.
ბიჭებო, აქ უნდა დავრჩეთ! თანაგუნდელებთან ამაზე ხშირად ვლაპარაკობ.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ოქროს თაობისთვის ბოლო შანსია, რომ დიდ წარმატებას მივაღწიოთ. მართალია ნაკრებში ბევრი ახალგარზდა კალათბურთელია, მაგრამ ამიერიდან ევროპის ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება (მომდევნო 2017 წელს) და ახლა ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის ბოლო შანსია.
ასე რომ, ამ ბიჭებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლილში ისევ დავრჩეთ”, - ამბობს შენგელია.
ლილში დასარჩენად კი საქართველოს ნაკრებს დღეს საღამოს ლიტივს ძლიერი ნაკრების დამარცხება სჭირდება.
ცუდი დასაწყისის მიუხედავად საქართველოს საუკეთესო 16 გუნდში მაინც მოხვდა, ხოლო შენგელია ჯგუფურ ეტაპზე საშუალოდ მატჩში 16.6 ქულას აგროვებდა. საქართველომ კი გადალახა პირველი ეტაპი ლილის მიმართულებით მოგზაურობის უფლებაც მიიღო. არადა, ჰოლანდიასთან მარცხს, სლოვენიასთან და საბერძნეთთან წაგებაც მოჰყვა.
“სხვა გუნდები ორი მარცხის შემდეგ თავს დახრიდნენ, ჩათვლიდნენ, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ჩვენ არა, ჩვენ საქართველო ვართ! არასდროს ვნებდებით, ვიბრძვით ბოლომდე და სწორედ ამან მოგვიტანა შედეგი”, - ეუბნება ფიბას საიტს თორნიკე.
შენგელიას ტურნირის დაწყებამდე ტრავმა აწუხებდა და შესაძლო იყო, აქ საერთოდ ვერ ეთამაშა..
“მოსამზადებელი ეტაპის 80% მას გაუცდა. ჩვენ არ ვწუხდით, არ ვტიროდით, მაგრამ არ ვიცოდით ითამაშებდა თუ არა შენგელია რეალურად”, - განმარტა ნაკრების თავკაცმა იგორ კოშკოვმა.
“მაგრამ ის საოცარი ადამიანია, როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად. ბევრი არ გარისკვადა, რადგან ნაკრებში ანაზრაურება არაა და საკლუბო კარიერას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა”, - დასძინა კოკოშკოვმა.
თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს დიდი გამოწვევა იქნებოდა. ამიტომ მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენი დღე მექნებოდა მოსამზადებლად ერთი კვირა თუ 10 დღე. სხვა გზა არ მქონდა, ჩემს უკან ჩემი ოჯახი და ქვეყანა იდგა. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მე მჯეროდა საკუთარი თავის და ღმერთის ნებით ყველაფერი კარგად დამთავრდა”, - ამბობს შენგელია.
“ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ როგორც მოთამაშე, როგორც პიროვნება ის ჩვენთან ერთად არის. შენგელია დანამდვილებით ამ გუნდის მომავალი ლიდერია”, - ასრულებს იგორ კოკოშკოვი...