კალათბურთი

16:01 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთმა ხორვატია დაამარცხა (+VIDEO)

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ჩეხეთმა ხორვატია ანგარიშით 80:59 დაამარცხა. ველიმირ პერასოვიჩის შეგირდები საწყის წუთებში მხოლოდ ორჯერ დაწინაურდნენ, შემდეგ კი მდევრის როლში თამაშობდნენ.

ჩეხეთმა მეორე და მესამე მეოთხედებში უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდა და 30 ქულითაც კი იყვნენ დაწინაურებულები. ბოლო 10-წუთეულში ხორვატებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირებაღა შეძლეს.

გამარჯვებულთა მხრიდან შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს იან ვესელიმ და ტომაშ სატორანსკიმ. ორივე კალათბურთელმა ორმაგი დუბლი მიითვალა. “ფენერბახჩეს” ფორვარდმა 20 ქულათან ერთად 13 მოხსნა დააფიქსირა, ხოლო “ბარსელონას” გამთამაშებლის აქტივში 10 ქულა, 5 მოხსნა და 11 გადაცემა გახლდათ. ჩეხთა მხრიდან ათქულიან ზღვარს ხუთმა მოთამაშემ უწია.

ჩეხეთი მეტოქე მეოთხედფინალში სერბეთსა და ფინეთს შორის გამარჯვებული იქნება. მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

ლილი. საფრანგეთი.

ხორვატია – ჩეხეთი 59:80 (13:20, 18:28, 12:17, 16:15) (VIDEO)

0.11636