ფიბამ ევრობასკეტის მეშვიდე სათამაშო დღის სიმბოლური ხუთეული დაასახელა. 12 სექტემბერს მერვედფინალური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართა. რვა გუნდიდან საუკეთესო კალათბურთელთა შორის მხოლოდ სამი ქვეყნის წარმომადგენლები მოხვდნენ.
სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
იანის სტრელნიეკსი (ლატვია) – 17 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა
ნანდო დე კოლო (საფრანგეთი) – 15 ქულა, 7 პასი, 7 მოხსნა
კასპარს ბერზინსი (ლატვია) – 13 ქულა, 6 მოხსნა, 5 ბლოკშოტი
პაუ გასოლი (ესპანეთი) – 30 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი
ნიკოლა მიტროვიჩი (ესპანეთი) – 18 ქულა, 8 მოხსნა