კალათბურთი

12:20 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა თურქეთი იოლად დაამარცხა (+VIDEO)

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩში თურქეთი 21 ქულის სხვაობით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ლატვიას დაუპირისპირდება.

ლილიში გამართულ შეხვედრაში თურქებმა მხოლო პირველი მეოთხედი (18:17) მოიგეს. ვინსენ კოლეს შეგირდებმა კი მომდევნო 30 წუთში უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდეს და მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვეს.

მასპინძელთაგან საუკეთესოდ კალათბურთელად ევან ფურნიე და ჯოფრი ლუვერნი მიიჩნიეს. ორივე სათადარიგო სკამიდან ჩაერთო მატჩში, ევანმა პარკეტზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა და 12 ქულას 6 მოხსნა და 2 პასი მიამატა. ჯოფრიმ ფურნიეზე ორი წუთით მეტი ითამაშა და აქტივში 12 ქულასთან ერთად 9 მოხსნა ჩაიწერა. თურქეთს ერსან ილიასოვამ ულიდერა, “დეტროიტ პისტონსის” მოთამაშემ ორმაგი დუბლი (14ქ, 10მ) მიითვალა.

უკვერ გარკვეულია ორი მეოთხედფინალური წყვილის ვინაობა. 15 სექტემბერს მასპინძელი საფრანგეთი ლატვიას დაუპირისპირდება, ხოლო საბერძნეთი – ესპანეთს. აღნიშნულ წყვილებს შორის საუკეთესონი კი ნახევარფინალში შეხვდებიან.

ლილი. საფრანგეთი. 26135

საფრანგეთი – თურქეთი 76:53 (17:18, 19:8, 23:14, 17:13) (VIDEO)

0.120691