ფეხბურთი

0:56 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” ვეღარ აჩერებენ, “ჩელსი” საკუთარ თავს არ ჰგავს

ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურის პირველ სათამაშო დღეს რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მთავარი მატჩი კი, “ოლდ ტრაფორდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრინციპული მეტოქე “ლივერპული” დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი მოსაწყენი გამოდგა და სახიფათო მომენტები არ შექმნილა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმი გამოდგა კარგი სანახავი და ანგარიში დასაწყისშივე გაიხსნა. 49-ე წუთზე ხუან მატამ საჯარიმო დარტყმა ჭკვიანურად გაათამაშა, საჯარიმოს მისადგომებთან უმეთვალყურეოდ მყოფ დეილი ბლინდს დაუგორა ბურთი, რომელმაც სიმონ მინოლეს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა.

მასპინძელთა უპირატესობა 70-ე წუთზე კიდევ უფრო გაიზარდა, ანდერ ერერამ ჯოი გომესთან ჭიდილში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც მანვე აქცია გოლად.

მერსისაიდელებმა გაიბრძოლეს და 84-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ “მაკრატელა” დარტყმით საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, თუმცა ორ წუთში ცვლილებაზე შემოსულმა ენტონი მარტიალმა დებიუტი გოლით აღნიშნა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, იგი მარტინ შკრტელს ბავშვივით გაუსწორდა და მინოლეს შორეულ კუთხეში გაუტანა – 3:1.

ტურის გახსნითი მატჩი “გუდისონ პარკზე” გაიმართა და “ევერტონმა” ლონდონის “ჩელსი” უქულოდ გაუშვა შინ. შეხვედრის გმირი სტივენ ნეისმიტი გახდა, რომელსაც მხოლოდ იმიტომ მოუწია თამაში, რომ მე-9 წუთზე ბეშიჩი დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ანგარიში შოტლანდიელმა შემტევმა მე-17 წუთზე თავური დარტყმით გახსნა. ორ წუთში უკვე არუნა კონეს შეეძლო გატანა, მაგრამ ბეგოვიჩმა საოცარი ბურთის მოგერიება მოახერხა. ბოსნიელმა კიპერმა ერთ წუთში მაკკარტის შორეული დარტყმულიც მოიგერია, თუმცა მასპინძლებმა საწადელს მაინც მიაღწიეს და 22-ე წუთზე ნეისმიტმა დუბლი გაიფორმა. ლონდონელები ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ, თუმცა შესვენებამდე ერთი ბურთი მაინც გაქვითეს – 36-ე წუთზე ნემანია მატიჩმა შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა.

მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ბეგოვიჩმა რამდენიმე მომენტში იხსნა საკუთარი გუნდი, მან ლუკაკუსა და კონეს აუღო რთული ბურთები, თუმცა მოედანზე ერთი ადამიანი თამაშობდა, რომელსაც ბოსნიელი კიპერი ვერაფერს უხერხებდა. სწორედ ნეისმიტმა მოახერხა 82-ე წუთზე მესამე გოლის გატანა და თავის გუნდს ხმაურიანი გამარჯვება მოუპოვა – 3:1.

“ჩელსი” კი საშინელ ფორმაში იმყოფება, ხუთ ტურში 4 ქულა და მე-16 ადგილი კატასტროფული შედეგია.

ძალიან გაუჭირდა “მანჩესტერ სიტის”, რომელსაც “კრისტალ პალასი” მედგრად დაუხვდა შინ. “ქალაქელებმა” გამარჯვების გოლის გატანა 90-ე წუთზე მოახერხეს. გოლი 18 წლის კელეჩი აიჰენაჩომ გაიტანა, რომელიც მოედანზე ერთი წუთის გამოსული იყო. მანუელ პელეგრინის გუნდს ხუთი მატჩიდან ხუთი მოგება აქვს და გოლი კვლავ არ აქვს გაშვებული. აღსანიშნავია, კევინ დე ბრუინის დებიუტი, რომელიც ტრავმირებული სერხიო აგუეროს ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე.

ლონდონის “არსენალმა” შინ “სტოკ სიტი” მიიღო და თეო უოკოტისა და ოლივიე ჟირუს გოლებით გაიმარჯვა, ხოლო “სუონსი” “უოტფორდთან” გასვლაზე ვერაფერს გახდა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

ევერტონი – ჩელსი 3:1 (2:1)


ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-3-1-2): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი (მორი 77), გალოვეი, ბერი, მაკკარტი, ბეშიჩი (ნეისმიტი 9), ბარკლი, ლუკაკუ, კონე (ლენონი 72).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ტერი, ზუმა, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მიკელი (კენედი 55), მატიჩი, ფაბრეგასი (ვილიანი 74), პედრო (ფალკაო 70), აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0;2:0;3:1 ნეისმიტი (17;22;82), 2:1 მატიჩი (36).
გაფრთხილებები: გაველოვეი, სტოუნზი – აზპილიკუეტა, კოშტა
მსაჯი: ანდრე მარინერი

არსენალი – სტოკი 2:0 (1:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, პაულისტა, ბელერინი, მონრეალი, კასორლა, კოკლენი, ოზილი (ჩემბერლენი 84), რემსი, სანჩესი (არტეტა 84), უოლკოტი (ჟირუ 75).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, მუნიესა, კამერონი, ბერდსლი, პიტერსი, ველანი, ვან გინკელი, შაქირი, დიუფი (კრკიჩი 75), არნაუტოვიჩი, ხოსელუ (აირლანდი 57).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 უოლკოტი (31), 2:0 ჟირუ (85).
გაფრთხილებები: ოზილი - ბერდსლი
მსაჯი: ჯონათან მოსი

კრისტალ პალასი – მანჩესტერ სიტი 0:1 (0:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): მაკკარტი, დანი, ჰანგელანდი, სუარე, კელი, კაბაიე, მაკარტური, ბოლასი (იედინაკი 80), პანჩონი (ლი 83), ზაჰა, საკო (გაილი 68).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, მანგალა, კომპანი, კოლაროვი, სანია, ფერნანდინიო, ტურე, ნასრი (დემიჩელისი 94), ნავასი, ბონი (აიჰენაჩო 89), აგუერო (დე ბრუინი 25).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლი: აიჰენაჩო 90.
გაფრთხილებები: დანი, ჰანგელანდი – ტურე, ნასრი, მანგალა
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ნორვიჩი – ბორნმუთი 3:1 (1:0)

ნორვიჩი, “კეროუ როადი”

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბასონგი, მარტინი, უისდომი, ბრედი, ტეტი, ჰაუსონი, რედმონდი, იარვისი (ოლსონი 73), ჰულაჰანი (დორანსი 73), ჯერომი (მბოკანი 82).
მწვრთნელი: ალექს ნილი

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, კუკი, ელპჰიკი, სმიტი, ფრანცისი, სურმანი, ო’კეინი (გოსლინგი 72), კინგი (მურეი 57), რიტჩი, სტანისლასი (კერმორგნტი 57), უილსონი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0 ჯერომი (35), 2:0 ჰულაჰანი (52), 3:0 იარვისი (67), 3:1 კუკი (81).
გაფრთხილებები: ტეტი, ჰულაჰანი – ფრანცისი, სმიტი, რიტჩი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

უოტფორდი – სუონსი 1:0 (0:0)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როადი”

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, კეტკარტი, პროდლი, ნიომი, ანია, კაპუ, ბეჰრამი, აბდი (უოტსონი 66), იგალო (ბერგჰისი 71), ხურადო, დინი (დიამანტი 84).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნოუტონი, ნ.ტეილორი, შელვი, კორკი (კი 66), აიუ, სიგურდსონი (ედერი 71), რუტლიჯი (მონტერო 60), გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლი: იგალო 59.
გაფრთხილებები: კაპუ – კი
გაძევება: ბეჰრამი 65.
მსაჯი: რობერტ მედლი

ვესტ ბრომვიჩი – საუთჰემპტონი 0:0

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი, ევანსი (ოლსონი 86), მაკოლი, ბრანტი, დოუსონი, ფლეტჩერი, იაკობი, გარდნერი, მაკმანამანი (მაკკლინი 61), რონდონი, ლამბერტი (ბერაჰინო 55).
მწვრთნელი: ტონი პულისი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ვან დიკი, ფონტე, ტარგეტი, სოარეში (იოშიდა 75), ს.დევისი, ვანიამა, უარდ-პროუსი, ჯ.როდრიგესი (მანე 67), ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გაფრთხილება: ბრანტი
მსაჯი: სტიუარტ არტველი

მანჩესტერ იუნაიტედი – ლივერპული 3:1 (0:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი, შოუ, შვაინშტაიგერი, კერიკი (შნეიდერლენი 72), ერერა, მატა (მარტიალი 65), დეპაი (იანგი 46), ფელაინი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, გომესი, კლაინი, ლეივა (მორენო 88, ჩანი, მილნერი, ფირმინო (აიბი 65) ინგსი (ორიჯი 74), ბენტეკე.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 1:0 ბლინდი (49), 2:0 ერერა (70 პენ.), 2:1 ბენტეკე (84), 3:1 მარტიალი (86).
გაფრთხილებები: დარმიანი – კლაინი, მილნერი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

0.251429