ფეხბურთი

0:00 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილმა კვიპროსში გოლების ანგარიში გახსნა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში "რეიმსი" სტუმრად "ტულუზას" დაუზავდა (2:2). სტუმართა განაცხადში მოხვდა ჯაბა კანკავა, თუმცა არ უთამაშია. საფრანგეთის 20 გუნდიან ჩემპიონატში "რეიმსი" 10 ქულით მე-2 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის მერვე ტურში ყაზანის “რუბინმა” შინ 3:1 დაამარცხა მოსკოვის “ლოკომოტივი”. გამარჯვებულთა შემადგენლობაში სოლომონ კვირკველიამ მთელი მატჩი ჩაატარა. 16 გუნდიან ჩემპიონატში “რუბინი” 6 ქულით მე-11 ადგილზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-3 ტურში “ომონია” შინ “დოქსას” დაუზავდა (1:1). მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა ლობჟანიძეს მთელი სათამაშო დრო დაუთმო. 14 გუნდიან ჩემპიონატში “ომონია” 4 ქულით მე-7 ადგილზეა.

“პაფოსმა” შინ 3:0 დაამარცხა “არისი”. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ნიკოლოზ გელაშვილმა გახსნა. ქართველი ფორვარდი 76-ე წუთზე შეცვალეს. “პაფოსის” შემადგენლობაში როინ კვასხვაძემ, ელგუჯა გრიგალაშვილმა და გია გრიგალავამ სრულად ითამაშეს, ლევან ხმალაძე კი სათადარიგო იყო. “პაფოსი” 3 ქულით მე-9 ადგილზეა.

თემურ ქეცბაიას “აპოელმა” გასვლით მატჩში ლარნაკას “აეკთან” ფრედ 2:2 ითამაშა. “აეკი” 7 ქულით მე-2 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში კიევის “დინამომ” შინ 3:0 დაამარცხა “ოლექსანდრია”, რომლის შემადგენლობაში 71-ე წუთიდან დავით თარგამაძემ ითამაშა. უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში “ოლექსანდრია” 5 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.119194