სხვა

22:51 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალომე ფაჟავამ რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ წარმატებით იასპარეზა.

ფაჟავა საკვალიფიკაციო ეტაპზე 120 სპორტსმენს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ტრადიციულად ძლიერად იასპარეზა გურზებით ვარჯიშში, რომლის შემდეგაც ქართველი ტანმოვარჯიშე პირველ ხუთეულში იმყოფებოდა. საბოლოოდ კი სალომეს ცოტა დააკლდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე, 71.782 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის ლიცენზია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ტანვარჯიშის ისტორიაში ოლიმპიური ლიცენზია მხატვრულ ტანვარჯიშში აქამდე არავის ჰქონია.

ფაჟავასთან ერთად შტუტგარტში ნათელა ბოლოთაევამ და სალომე ურუშაძემ იასპარეზეს და საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მე-11 ადგილი დაიკავა.

0.117336