კალათბურთი

22:20 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტზე პირველი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია, ლატვია მეტოქეს ელოდება (+VIDEO)

ევროპის 2015 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ორი მატჩი გაიმართა. პირველი შეხვედრა ლატვიასა და სლოვენიას შორის შედგა და აინარს ბაგატსკისის შეგირდებმა მოულოდნელად იმარჯვეს. პირველ სამ მეოთხედში თანაბარი ორთაბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ ლატვიამ მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა და 7 ქულით იმარჯვა.

იოლი გამარჯვება მოიპოვა საბერძნეთის გუნდმა, რომელმაც ბელგია 21 ქულით დაამარცხა. ბენილუქსელებმა პირველი ტაიმი იბრძოლეს, თუმცა შესვენების შემდეგ საბერძნეთმა მოლოდინისამებრ მეტოქე გატეხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს პოლონელთა ძლევა ცოტა გაუჭირდა. გუნდები 30 წუთის განმავლობაში ქულა-ქულაში თამაშობდნენ. ბოლო ათწუთეულის ხუთ წუთში ესპანეთმა 12:2 გაქცევა მოაწყო და პოლონეთმა მატჩის სადავეები დათმო. საბოლოოდ ესპანეთმა ანგარიშით 80:66 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი პაუ გასოლი გახდა, მის ანგარიშზე 30 ქულა, 7 მოხსნა და 4 გადაცემაა.

მეოთხედფინალში ტურნირის ორი ფავორიტი საბერძნეთი და ესპანეთი დაუპირისპირდებიან, ხოლო ლატვიის მეტოქე საფრანგეთსა და თურქეთს შორის უძლიერესი იქნება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მერვედფინალური ეტაპი

საბერძნეთი – ბელგია 75:54 (16:15, 18:16, 23:11, 18:12) VIDEO

ლატვია – სლოვენია 73:66 (20:20, 22:20, 13:12, 18:14) VIDEO

ესპანეთი – პოლონეთი 80:66 (25:20, 16:19, 14:16, 25:11) VIDEO

0.114463