ფეხბურთი

18:47 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩმა მანჩინის დევნილების დახმარება შესთავაზა

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სერბმა სინიშა მიხაილოვიჩმა “ინტერის” თავკაც რობერტო მანჩინის შესთავაზა, რომ მილანურ დერბიში გამარჯვებული გუნდის დამრიგებელი დევნილებს დაეხმაროს, რომელთა დიდი ტალღა ევროპას ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთიდან მიაწყდა.

“იუგოსლავია რომ დაიშალა, ჩემი ოჯახის წევრების დევნილობის მოწმე გავხდი. თუმცა, მათ გაუმართლათ, რადგან აღმოჩნდნენ ნათესავები, რომლებმაც შეიფარეს და საცხოვრებელი გაუყვეს.

დევნილების ტალღის მოზღვავებაზე და ევროპაში პოლიტიკურ სიტუაციაზე კამათს არ ვაპირებ. ვიცი, რომ მილანში საქველმოქმედო ორგანიზაციები არიან, რომლებიც დევნილებს ეხმარებიან. მწვრთნელს, რომელიც მილანურ დერბიში გაიმარჯვებს ვთავაზობ რომელიმე ასეთ ორგანიზაციას თანხით დაეხმაროს. თუ მატჩი ფრედ დასრულდება, მაშინ, ეს ორივე მწვრთნელმა გააკეთოს” – იუწყება მიხაილოვიჩის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Goal-ი.

აქვე გეტყვით, რომ მილანური დერბი კვირას 13 სექტემბერს შედგება.

0.109861