ფეხბურთი

18:24 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზამთარში “არსენალის” სამიზნე იკარდია

ლონდონის “არსენალი” ზამთარში მილანის “ინტერიდან” არგენტინელი ფორვარდის მარიო იკარდის შეძენას შეეცდება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Calciomercato იუწყება.

“არსენალი” გასულ სეზონში იტალიის სერია A-ში 22 გოლის გამტანი იკარდის შეძენას ზაფხულში შეეცადა, მაგრამ მხარეები ფეხბურთელის ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

ლონდონელები 22 წლის არგენტინელის გადაბირებას ზამთარში კვლავ შეეცდებიან. იკარდის “ინტერთან” კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს.

0.120556