მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ავსტრიელი მცველი მარტინ შტრანცლი გუნდს 6-8 კვირა დააკლდება. ამის შესახებ გერმანული საფეხბურთო კლუბი თავის ოფიცალური “ტვიტერზე” იუწყება.
35 წლის ავსტრიელმა ფეხბურთელმა 11 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში “ჰამბურგთან” მატჩში თვალის ტრავმა მიიღო, რის შემდეგ, 65-ე წუთზე შეცვალეს. მან თვალი იმდენად სერიოზულად დაიზიანა, რომ ოპერაცია დასჭირდა.
შტრანცლი “ბორუსიაში” 2011 წელს მოსკოვის “სპარტაკიდან” გადავიდა.