“ვალენსიას” გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა შკოდრან მუსტაფიმ შესაძლოა ზამთარში გუნდი შეიცვალოს.
გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის უკანახაზელის შეძენით “ბარსელონა” დაინტერესდა.
კატალონიელები მზად არიან მუსტაფის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. სხვათა შორის, გერმანელის მიერ “ვალენსიასთან” გაფორმებულ კონტრაქტში, ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევროა დასახელებული.
მუსტაფი “ვალენსიაში” 2014 წლის 7 აგვისტოს გენუის “სამპდორიადან” 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.