მადრიდის “რეალს” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მეკარე დავიდ დე ხეას ვერშეძენა ძვირი დაუჯდა.
გამოცემა AS-შის ინფორმაციით, ამ ტრანსფერის ჩაშლის გამო მადრიდელებმა 16,5 მილიონი ევროთი იზარალეს.
5 მილიონი ევრო თავად დე ხეამ უნდა მიიღოს, რადგან გარიგება არ შედგა. ასევე, “რეალმა” გოლკიპერ კეილორ ნავასს იმ ოდენობის ხელფასი დაუნიშნა, რასაც ის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემთხვევაში მიიღებდა.
გარდა ამისა, მადრიდელები “პორტუში” გადასული იკერ კასილიასის ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილს იხდიან.