sky sport-მა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი შეაჯამა და გულშემატკივრებს გარკვეული ფაქტები გააცნო. ინგლისურმა ვებგვერდმა 92 კლუბის ანალიზი წარმოადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ზედა ათეულია.
გამორჩეულად აქტიური “მანჩესტერ სიტი” გახლდათ, კლუბმა ტრანსფერებში 158.9 მილიონი გირვანქა დახარჯა. “ქალაქელებს” კვალში “მანჩესტერ იუნაიტედი” უდგას. “წითელმა ეშმაკებმა” 129.8 მილიონი გაიღეს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფმა “ლივერპულმა” – 78.4.
“უოტფორდი” პრემიერლიგის გუნდებიდან ყველაზე აქტიური გახლდათ და 17 ფეხბურთელი დაიმატა, მოქმედმა ჩემპიონმა “ჩელსიმ” კი – 15. აღნიშნულ აღრიცხვაში შედის იჯარის წესით დამატებული ფეხბურთელები და ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებმაც კლუბთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმეს.
“არისტოკრატები” ინგლისში გაშვებული ფეხბურთელებით ლიდერობენ. ლონდონელებმა პირდაპირი გაყიდვის და იჯარის წესით 38 მოთამაშე გაუშვეს.