ფეხბურთი

14:35 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კურტუამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა

ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ ფეხბურთელმა თავის “ტვიტერში” დაწერა.

23 წლის გოლკიპერმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და ჯერჯერობით მოედანზე მისი დაბრუნების ვადა უცნობია. სავარაუდოდ, ბელგიელს 2-3 თვე გაუცდება.

“მადლობა მხარდაჭერისთვის. მე კიდევ უფრო გულმოდგინედ ვიმუშავებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე” – დაწერა კურტუამ.

0.112731