კვირას, რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში, მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ჯანო ანანიძის თამაში სათუოა. ამის შესახებ მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალეინიჩევმა ჟურნალისტებს ღია ვარჯიშის შემდეგ განუცხადა.
“ჯანომ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო. მატჩში მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა” – იუწყება ალენიჩევის სიტყვებს ინტერნეტპორტალი rsport.ru იუწყება.
ანანიძემ ტრავმის გამო ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი ტრავმის მიზეზით გამოტოვა. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.