სამარას “კრილია სოვეტოვის” სპორტულმა დირექტორმა ზურაბ წიკლაურმა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას სავარაუდო ტრანსფერის შესახებ “ვოლგა ნიუსთან” ინტერვიუში ისაუბრა:
“მარტივი სიტუაცია არაა. “კრილია სოვეტოვის” წარმომადგენლებმა ამ ტრანსფერისთვის ყველაფერი გააკეთეს: მოილაპარაკეს და შეათანხმეს კონტრაქტის პირობები მენეჯერთან და ფეხბურთელთან, რომელიც ჩვენს გუნდში შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდეს. გიორგი ლორიამ აგვისტოში კონტრაქტი “ოლიმპიაკოსთან” გაწყვიტა და ამიტომ, განაცხადში მისი შეყვანა პირველი სექტემბრის შემდეგ შეგვიძლია. შევძლებთ თუ არა? ამ სიტუაციაში ყველაფერი კლუბზე დამოკიდებული არაა”.
წიკლაურს “ვოლგა ნიუსთან” არ უთქვამს კონკრეტულად რა არაა კლუბზე დამოკიდებული.