საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტური პარიზში "პარკ დე პრენსზე" საინტერესო თამაშით დაიწყო. სატურნირო ცხრილის ლიდერმა ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, ევროპა ლიგის მონაწილე "ბორდო" მიიღო.
გასული სეზონის პირველი ნახევარი ვილი სანიოლის გუნდმა წარმატებულად დაიწყო, ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობდა, თუმცა დროდადრო, განსაკუთრებით კი სეზონის მეორე ნახევარში ქულების დაკარგვას უმატა და სამეულს მიღმა დარჩა, თუმცა სამეულთან ახლოს იყო და მათთან კონკურენციას ახერხებდა. ამიტომ დღევანდელ მატჩში დაფიქსირებული შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, მით უმეტეს, რომ სანიოლი გუნდში მეორე სეზონს ატარებს, გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდა და შეიკრა.
რაც შეეხება პსჟ-ს, ბლანის გუნდი ჩემპიონატის ყველაზე მდიდარი კლუბია, შესაბამისად ყველაზე ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე ლოგიკურად მიიჩნევა საფრანგეთის საუკეთესო გუნდად და მასთან თამაში გუნდებისთვის დამატებითი მოტივაციაც არის.
27-ე წუთზე ვერატის პასით კავანი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, დასწრებაზე "ბორდოს" მეკარე კარასომ ზუსტად ითამაშა, თუმცა ბურთი უხერხულად მოიგერია, მცველებთან შეუთანხმებლად ითამაშა, კარიდან წინ იყო გამოსული, როდესაც ბურთი კავანის მიუვიდა და ურუგვაელის დარტყმით ანგარიში გაიხსნა.
ჰაზრი და საივე სტუმართაგან გამორჩეულები იყვნენ. ანგარიშის გახსნიდან ორ წუთში ჰაზრის კუთხურს საივეს თავური მოჰყვა, გერმანელმა მეკარემ ბურთი ხელებში ვერ დაიჭირა და ანგარიში გათანაბრდა.
34-ე წუთზე კავანიმ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა. ამ შემთხვევაში მეკარის დადანაშაულება ძნელია.
77-ე წუთზე ვერატის წინააღმდეგ საივემ უხეშად ითამაშა. გოლის ავტორი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
მთელი თამაშის მიმდინარეობისას ბურთის ფლობის უპირატესობა პსჟ-ს მხარეს იყო, თუმცა კაცნაკლულმა "ბორდომ" მაინც მოახერხა ქულის მოპოვება. მატჩის მიწურულს კვლავ კევინ ტრაპი შეცდა. პირველ გოლთან შედარებით გაცილებით სუსტად ითამაშა მეორე გოლისას, როდესაც მცველისგან დაგორებული ბურთი ჰაზრიმ აართვა და ცარიელ კარში ქულის მომტანი გოლი გაიტანა.
თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ამავდროულად საინტერესო ის არის, რომ ბურთის ფლობის საგრძნობი უპირატესობაც კი გამარჯვებას ვერ განაპირობებს. უფრო მეტი ტაქტიკური ცოდნა გახდა საჭირო, რაც მეტ გონებრივ რესურს მოითხოვს, ამიტომაც ფეხბურთს როგორც ფიზიკურად ასევე გონებრივად განვითარებული ადამიანები თამაშობენ. სხვაგვარად ამ სახეობაში წარმატება შეუძლებელი გახდა. მაგალითისთვის შეგვიძლია აღნიშნული შეხვედრაც ავიღოთ.
https://www.youtube.com/watch?v=ek4-CjjyN9Q
პსჟ – ბორდო 2:2 (2:1)
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
პსჟ: ტრაპი, მაქსველი (კურზავა 67), სილვა, ორიე, მარკინიო, მატუიდი (რაბიო 75), მოტა, დი მარია, ვერატი, მოურა (ლავეცი 72), კავანი
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი
ბორდო: კარასო, პალოისი, პაბლო, პუნჟე, გილბერტი, მაურის-ბელაი, ტრაორე (გაჟიჩი 46), ჰაზრი (კონტენტო 86), ბიოგო პოკო, საივე, კრიველი (ჟუსი 76)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გოლები: 1:0 კავანი (27), 1:1 საივე (31), 2:1 კავანი (34), 2:2 ჰაზრი (79)
მთავარი მსაჯი: ანტონი გოტიე
გაფრთხილება: საივე (32), ორიე (56), ბიოგო პოკო (71), საივე (77), კავანი (90+3), მაურის ბელაი (90+3)
გაძევება: საივე (77)