ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” იტალიელი მცველი მატეო დარმიანი აგვისტოს თვის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 25 წლის აპენინელმა უკანახაზელმა “წითელი ეშმაკების” გულშემატკივართა გამოკითხვაში გაიმარჯვა, რომელშიც მას მხარი ქომაგების 42%-მა დაუჭირა და კრის სმოლინგსა და ლუკ შოუს აჯობა.
დარმიანიმ აგვისტოს თვეში პრემიერლიგაში 4 შეხვედრა ჩაატარა. იგი “იუნაიტედს” გასულ ზაფხულს იტალიური “ტორინოდან” 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.