ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა გამოცემა “დეილი მეილისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “ლივერპული” ძალიან ენატრება.
“ლივერპულის” ყველაფერი მენატრება. გუნდში დარჩენა შემეძლო თუ ისეთ შემოთავაზებას მივიღებდი, რომელიც მართებული იქნებოდა”, - თქვა ჯერარდმა.
სტივენ ჯერარდმა მშობლიური კლუბი გასულ ზაფხულს დატოვა და სათამაშოდ ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსის” მიაშურა. “ბითლომანების” ღისებას კი იგი 1998 წლიდან იცავდა.