WTA-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. შარაპოვა მესამე ჩოგბურთელია ვინც ეს მოახერხა. სინგაპურში შარაპოვასთან ერთად სერენა უილიამსი და სიმონა ჰალეპი ითამაშებენ.
“ძალიან გახარებული ვარ, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობა გავინაღდე, ეს ჩემს კარიერაში მერვედ მოვახერხე. ამ ტურნირზე მქონდა წარმატებები და ახლა მოუთმენლად ველოდები როდის დაიწყება. მადლობა ჩემს გულშემატკვირებს და ველოდებით მათ მხარდაჭერას”- განაცხადა მარიამ.
სინგაპურში წლის შემაჯამებელი ტურნირი 25 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბერს დასრულდება.