ფეხბურთი

17:25 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მადონინას” სტაჟიანები

კვირას, 13 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს ცენტრალური მატჩი მილანური დერბია, სადაც “ინტერი” ნომინალური მასპინძლის რანგში “მილანს” მიიღებს.

ბოლო სეზონების განმავლობაში ამ გუნდებს კრიზის ხანა უდგათ, თუმცა დერბი “დელა მადონინას” მიმართ ინტერესი მაინც გამორჩეულია.

რა თქმა უნდა, ახლო თუ შორეულ პერიოდში “ნერაძურისაც” და “როსონერისაც” გაცილებით მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავდათ, რაც მათ ურთიერთშეხვედრებზეც აისახებოდა.

საინტერესო იქნება გავიხსენოთ 5 ფეხბურთელი, რომელთაც მილანურ დერბიში ყველაზე მეტჯერ უთამაშიათ:

პაოლო მალდინი (“მილანი”) 1985-2009 – 56 მატჩი “მადონინაში”

ხავიერ ძანეტი (“ინტერი”) 1995-2014 - 47

ჯუზეპე ბერგომი (“ინტერი”) 1979-1999 - 44

ალესანდრო კოსტაკურტა (“მილანი”) 1987-2007 – 43

ჯანი რივერა (“მილანი”) 1960-1979 – 42

0.15987