ფეხბურთი

16:10 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საგა დასრულდა: დე ხეამ “მანჩესტერთან” გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ დავიდ დე ხეამ კლუბთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და “ოლდ ტრაფორდზე” 2019 წლის ივლისამდე დარჩება.

ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ესპანელმა კიპერმა პირველი კომენტარიც გააკეთა:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი ახალი ეტაპი იწყება", - თქვა დე ხეამ.

თავის მხრივ, პირინელის სიხარული "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმაც გაიზიარა:

"დავიდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. გახარებული ვარ იმის გამო, რომ იგი ჩვენთან მომავალ წლებშიც ითამაშებს", - აღნიშნა ვან გაალმა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ესპანელ გოლკიპერს მადრიდის “რეალს” უკავშირებდნენ. დე ხეას ტრანსფერი “სამეფო გუნდში” არ შედგა.

0.108153