კალათბურთი

23:10 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ცქიტიშვილი NBA-ში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას დაუბრუნდა. 32 წლის ცქიტიშვილი კარიერას ლოს ანჯელეს “კლიპერსში” გააგრძელებს. ამის შესახებ საერთაშორისო ჟურნალისტმა დევიდ პიკმა საზოგადოებას ტვიტერის გვერდიდან აცნობა.

“კლიპერსს” აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა როგორც ინტერნეტპორტალი hoopsrumors.com-ი იუწყება, ეს დროის საკითხია. ნიკა ლოს ანჯელესის გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ცქიტიშვილმა NBA-ში 2002-2006 წლებში ითამაშა და მისი საშუალო მონაგარი თამაშში 2.9 ქულა, 1.7 მოხსნა იყო პარკეტზე გატარებულ 7.2 წუთში. იგი ამერიკაში 2002 წელს იტალიური “ბენეტონიდან” გადავიდა. მაშინ “დენვერ ნაგეტსმა” 19 წლის ქართველი დრაფტზე მე-5 ნომრად აიყვანა. მის ამერიკულ კარიერაში ხსენებული გუნდის გარდა, “გოლდენ სტეიტი”, “მინესოტა” და “ფინიქს სანსიც” იყო.

ბოლოს კი ნიკა ლიბანურ “ჩემპვილში” ირჯებოდა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თავად კალათბურთელი გამოთქვამდა NBA-ში დაბრუნების სურვილს და როგორც ჩანს, აუხდა კიდეც...

0.059472