ფეხბურთი

19:39 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურული ბაქოს აზალ-ში ითამაშებს

სანდრო გურული კარიერას აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში გააგრძელებს.

ინტერნეტპორტალ azerisport.com-ის ინფორმაციით, 29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ბაქოს აზალ-თან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში, გურული “სამტრედიაში” გამოდიოდა, სადაც 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ასევე, კარიერის განმავლობაში მას ლვოვის “კარპატში”, გორის “დილაში”, ბათუმის “დინამოში”, “ზესტაფონსა” და ბელარუსულ “შახტიორში” უთამაშია.

აქვე გეტყვით, რომ აზალ-ში გურულს ქართველი ფეხბურთელი ნუგზარ კვირტია დახვდება, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია.

0.125284